AS: "ბარსას" ორმა ფეხბურთელმა გასახდელი დაცალა

AS: "ბარსას" ორმა ფეხბურთელმა გასახდელი დაცალა

დღეიდან, "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის დასვენება იწყება. ისინი მომდევნო სეზონისთვის მზადებას 3 კვირაში განაახლებენ. 

როგორც მოსალოდნელია, იმ მოთამაშეთა ნაწილი, რომლებმაც გუშინ "ბაიერნთან" მარცხში მონაწილეობა მიიღეს, გუნდს აღარ დაუბრუნდება. AS-ის ინფორმაციით, ორმა ფეხბურთელმა ბარგი უკვე ჩაალაგა - ივან რაკიტიჩმა და მარტინ ბრეითუეიტმა გასახდელში თავიანთი ადგილები გააცარიელეს. 

რაკიტიჩს, ბოლო პერიოდში, "სევილიასა" და ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ. ხორვატმა ნახევარმცველმა "ბარსელონაში" 6 სეზონი გაატარა და "ბლაუგრანას" მაისურით 310-ჯერ ითამაშა. 

ბრეითუეიტი, რომელიც გუნდს სულ 6 თვის წინ შეუერთდა და 11 მატჩი ჩაატარა, სავარაუდოდ, კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. მისი ტრანსფერით "ვესტ ჰემი" და "ევერტონი" ინტერესდებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #13 15 აგვისტო 2020 22:55
    0
    ვიდალიც რობერტო ფირპო რაფინია მირანდა უმტიტი ესენიც გასაშვებია
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #12 15 აგვისტო 2020 22:38
    0
    nika 54,
    ეგ არვიცი ეხა როგორ წავლენ მუქთად თუ ფულით მაგრამ ვინც ბარსადან წავიდა ყველამ გოლი გაგვიტანა როცა შეგვხვდა ალბათ ესენიც მაგას აპირებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 15 აგვისტო 2020 22:32
    0
    ციტატა: BARCELONA FOREVER
    წარმატებები ორივეს ახალ გუნდში

    ნეტა ვის რათ უნდა, ვინ ეპატიჟება მაგათ და თუ მიდიან, იხდიან მაგათში რამეს თუ როგორც ყოველთვის მუქთად წავლენ.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #10 15 აგვისტო 2020 21:46
    1
    ფარნა,
    შენი კომენტარი ვერ გავიგე მეგობარო და იქნება უფრო გარკვევით დაწერო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 აგვისტო 2020 21:32
    0
    გზა მშვიდობისა ...
    Culé [?]
    #8 15 აგვისტო 2020 21:16
    3
    ციტატა: BARCELONA FOREVER
    M10 S9 D11,
    გეშველა ხო სულ მძორს იძახდი და 😀

    Griezzy7,
    დროზე გაასხან ამათმა და ყველა ერთად ამოვისუნთქებთ მერე

    და დე იონგმა რომ კიდევ ტრავმა მიიღოს ვინ უნდა დააყენონ ეს ითამაშებს ვინც რაკეტას მძორკიტჩს ეძახის? ვაი გუნდის გულშემატკივრობას პრობლემა თქვენც ხართ ხელმძღვანელობაც
    sandro barca
    სტუმარი [?]
    #7 15 აგვისტო 2020 21:14
    0
    ციტატა: პავლოვიჩი56
    ბართომეუ უნდა წავიდეს სასწრაფოდ,ისე გუნდს არაფერი არ ეშველება...არა.სეზონის დასაწყისში ვწერდი,რომ ბარსა წელს უტიტულოდ დარჩებოდა. ბართომეუ შემოგზავნილია და დავალება შეასრულა...ბარსა დაანგრია.ხო,როსელიც ბართომეუს თანამზრახველია.

    გეთანხმები.ეგ კაცი თუ არ მოშორდა გუნდს თავისი ე.წ.ბორდიანად არაფერი გუნდს არ ეშველება და აზრიანი მწვრთნელი ამათთან სათანამშრომლოდ არ მოვა.
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #6 15 აგვისტო 2020 21:02
    1
    ბართომეუ უნდა წავიდეს სასწრაფოდ,ისე გუნდს არაფერი არ ეშველება...არა.სეზონის დასაწყისში ვწერდი,რომ ბარსა წელს უტიტულოდ დარჩებოდა. ბართომეუ შემოგზავნილია და დავალება შეასრულა...ბარსა დაანგრია.ხო,როსელიც ბართომეუს თანამზრახველია.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #5 15 აგვისტო 2020 20:56
    1
    ბრეითვაითი არ უნდა წავიდეს ჯერ ჩემი აზრით
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #4 15 აგვისტო 2020 20:51
    1
    M10 S9 D11,
    გეშველა ხო სულ მძორს იძახდი და 😀

    Griezzy7,
    დროზე გაასხან ამათმა და ყველა ერთად ამოვისუნთქებთ მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აგვისტო 2020 20:48
    3
    ძლიივს ძლიიივს მოგვშორდება ეს მძორი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 15 აგვისტო 2020 20:47
    2
    Griezzy7,
    კიკეს და ბართოს ანახე ?😂
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2020 20:42
    4
    წარმატებები ორივეს ახალ გუნდში