ერიკ გარსია: ჩემი მომავალი? ვერაფერს ვიტყვი
"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა მცველმა, ერიკ გარსიამ, რომელსაც ბოლო დროს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ, კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" გარსიას დაბრუნება სურს. კატალონიურ კლუბში გადმოსვლა 19 წლის ფეხბურთელსაც უნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელი მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ლიონთან" განცდილი მარცხიდან მეორე დღეს, ტრანსფერზე ვერ კონცენტრირდება.
"ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია, ისაა, რომ რამდენიმე დღე დასვენება გვინდა, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
ჩემი მომავალი? ვერაფერს ვიტყვი, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგიდან ასეთი გამოვარდნის შემდეგ", - ციტირებს ერიკ გარსიას სიტყვებს Movistar.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]