“ბარსელონადან“ პირველი წამსვლელი, შესაძლოა, ტოდიბო აღმოჩნდეს
Diario Sport-ის ინფორმაციით, ჟან-კლერ ტოდიბო, შესაძლოა, პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც კლუბს დატოვებს.
მისი მისამართით განსაკუთრებულ ინტერესს მარსელის “ოლიმპიკი“ იჩენს.
მათი მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში, აღნიშნული ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული.
“შალკეში“ იჯარით გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ, ტოდიბოს სრულფასოვანი ტრანსფერი საკმაოდ რეალური ხდება.
20 წლის მოთამაშე “ბარსას“ “ტულუზიდან“ 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება შეძლო.
ჟან-კლერს გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამჟამად კარანტინში იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]