"ბაიერნმა" "ბარსელონას" მიღწევა გაიმეორა
გუშინ მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენი" 1-0 დაამარცხა და 2019/20 წლების სეზონში მესამე ტიტულიც მოიგო.
წელს "ბაიერნმა" ადვილად მოიგო როგორც ბუნდესლიგა, ასევე გერმანიის თასი. მიუნხენელებმა გაილაღეს ჩემპიონთა ლიგაზეც - ფლიკის გუნდმა ყველა შეხვედრაში იმარჯვა.
"ბაიერნის" ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ გუნდმა სეზონში სამივე ტიტული მოიგო. პირველად "რეკორდმაისტერმა" ეს 2012/13 წლების სეზონში შეძლო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე "ბარსელონა" შეარცხვინა.
"ბაიერნი" ისტორიაში მხოლოდ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ტრებლი 2 სხვადასხვა სეზონში მოიგო. პირველად ეს "ბარსამ" მოახერხა - 2008/09 და 2014/15 წლების სეზონებში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]