რა შემთხვევაში შეეცდება "პარი სენ-ჟერმენი" ლეო მესის შეძენას
L'Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის შეძენის ვარიანტს, ჯერჯერობით, არც კი განიხილავს.
წყაროს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენისთვის", ამ ეტაპზე, მესის ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელია. პარიზულ კლუბს ახლა ეკონომიკურად ძალიან უჭირს. პსჟ არგენტინელი ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გუნდს კილიან მბაპე ან ნეიმარი დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ "ბარსელონას" კლუბიდან წასვლის შესახებ უკვე აცნობა და იგი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ დროისთვის 33 წლის მოთამაშის შეძენის მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ სიტია".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]