ბართომეუ მზადაა გადადგეს - TV3
25 აგვისტოს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ფაქსი გაუგზავნა და გუნდიდან გაშვება მოითხოვა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუ მზად იყო გადამდგარიყო. რამდნიმე წყარომ ისიც დაწერა, უკვე გადადგაო. თუმცა, ორივე ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბართომეუს მესისთან შეხვედრა სურს, მაგრამ არგენტინელი ამაზეც კი უარს აცხადებს. Cuatro-ს ცნობით, ლეომ პრეზიდენტის ზარს არც კი უპასუხა.
რამდენიმე წუთის წინ კი, TV3-მა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა - როგორც ჩანს, ბართომეუ პრობლემის სიღრმავეს ბოლომდე ჩაწვდა და ახლა ის უკვე მზადაა გადადგეს, თუ მესის შესანარჩუნებლად სხვა გამოსავალი არ იარსებებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]