"ინტერი" არტურო ვიდალის უფასოდ დამატებაში დარწმუნებულია

"ინტერი" არტურო ვიდალის უფასოდ დამატებაში დარწმუნებულია

"ბარსელონას" ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელსაც რონალდ კუმანმა კლუბიდან წასვლისკენ მიუთითა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ამ მომენტისთვის, ჩილელ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ვიდალის მაღალი სახელფასო მოთხოვნები "ნერაძურისთვის" პრობლემას წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, მილანელები ფიქრობენ, რომ მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, თუ 33 წლის ნახევარმცველს უფასოდ გაიფორმებენ. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ "ბარსელონა" ვიდალთან კონტრაქტს გაწყვეტს.

Diario Sport-ის ინფორმაციით კი, "ბლაუგრანა" ჩილელის სანაცვლოდ მინიმუმ 10-15 მილიონი ევროს მიღებას ისურვებდა. არტურო ვიდალის შეძენით ასევე მისი ყოფილი კლუბი, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 აგვისტო 2020 21:34
    0
    რა თქმა უნდა დარწმუნებულია, ბართომეუს მოტყუებას რა უნდა. იხდის 100-150 მილიონს ვიღაც ნაგვებში და მერე 50-60 ვეღარ ყიდის, პრეზიდენტი კი არა სულ-ლია. ნეიმარი სთხოვა ლეომ და ამათ დემბელე კოუტინიო, მალკომი, გრიზმანი, ბრეითვეიტი და ნი აღარ მოიყვანეს კიდევ უკვირთ, რატომ მიდისო კაცი. გეგონება მოედანზე ბართო გადის სათამაშოდ და უკეთ იცის ლეოს რა უნდა, იქნებ ფეხბურთის ანბანიც ასწავლონ კაცს.
    Culé [?]
    #1 28 აგვისტო 2020 21:03
    2
    Yvelanairad siko xelmdzgvanelobaa yvelas yvelas qayvana unda upasod..