”არსენალს” ვიქტორ ვაზკეზის გადაბირება სურს?
ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ ლონდონის ”არსენალი” კატალონიის ”ბარსა ბ”-ს ნახევარმცველით, ვიქტორ ვაზკეზით (24) ინტერესდება.
ვაზკეზს კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება. შესაბამისად, ”მეთოფეები” მის გადაბირებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა ”ბლექბერნ როვერსმა” სცადა ვაზკეზის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება სატრანსფერო თანხის გამო ვერ მოხერხდა.
ვიქტორ ვაზკეზი ”ბარსა ბ”-ს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ის ”ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებშიც მოგვევლინა ყაზანის ”რუბინის” წინააღდეგ მატჩში. მაშინ ვაზკეზმა გოლის გატანაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ამ მატჩის შემდეგ მას არ მიუღია მოწვევა პირველი გუნდიდან.
"The Sun"-ის ინფორმაციით ვაზკეზს პირველ გუნდში თამაში სურს, შესაბამისად ”არსენალის” შემოთავაზება მისთვის საინტერესო იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]