არტურო ვიდალი "ბარსელონას" უფასოდ ტოვებს
"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, კატალონიური კლუბს უფასოდ ტოვებს და მომდევნო სეზონს მილანის "ინტერში" გაატარებს, წერს Gazzetta dello Sport.
ჩილელი იტალიურ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ვინაიდან, "ინტერი" მას უსასყიდლოდ იმატებს, "ბარსაში" არსებული ანაზღაურება, 6 მილიონი ევრო, შეუნარჩუნდება.
"ბარსას" ვიდალის უფასოდ დათმობა არ სურდა, თუმცა რადგან იგი ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის, გეგმებში არ შედის, აქვს მაღალი ანაზღაურება და ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი, მას მაღალ სატრანსფერო ფასს ვერ დაადებდა. თუმცა "ბარსა" ვიდალის ტრანსფერიდან გარკვეულ შემოსავალს, მოგვიანებით, ბონუსების სახით, მაინც მიიღებს.
აგრეთვე, "ბარსას" "ინტერთან" უთანხმოების წარმოშობა არ სურს, რათა უახლოეს პერიოდში, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ შეიქმნას.
დიდი ალბათობით, არტურო ვიდალი იქნება მეორე ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩის შემდეგ, რომელიც გუნდს უსასყიდლოდ დატოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]