"ინტერი" არტურო ვიდალით დაინტერესებას ადასტურებს
მილანის "ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო აცხადებს, რომ "ნერაძური" "ბარსელონას" ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენას შეეცდება.
"ვიდალი ნამდვილად მოგვწონს, თუმცა ის "ბარსელონას" ფეხბურთელია. თუ კატალონიელები არტუროს წასვლის უფლებას მისცემენ, მისი შეძენის ვარიანტს განვიხილავთ", - ციტირებს აუსილიოს სიტყვებს Sky Sports.
ჩილელი შუახაზელი "ბლაუგრანას" ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, ამიტომ 33 წლის მოთამაშე, ივან რაკიტიჩის შემდეგ, შესაძლოა, აღმოჩნდეს მეორე ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიურ კლუბს დატოვებს,
გავრცელებული ინფორმაციით, არტურო ვიდალმა, შესაძლოა, "ბარსელონა" უფასოდ დატოვოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]