"ბარსელონა" და ტერ შტეგენი შეთანხმებასთან ახლოს არიან
"ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
როგორც Sport იტყობინება, მხარეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ შეიმუშავეს გეგმა. გეგმის მიხედვით, ტერ შტეგენის ხელფასი ყოველი სეზონის შემდეგ გაიზრდება, მაგრამ ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე გერმანელი ითხოვდა.
ამგვარად, "ბარსელონა", მოკლევადიან პერსპექტივაში, საერთო სახელფასო ფონდს შეამცირებს და ამავდროულად, 28 წლის მეკარესთან კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს.
წყაროს ინფორმაციით, ტერ შტეგენი ხვდება, რომ სიტუაცია რთულადაა და ამ შეთავაზებას დათანხმდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]