ანსუ ფატის სტატისტიკა უკრაინასთან თამაშში
ანსუ ფატი ფეხბურთის ქომაგთა გაოცებას განაგრძობს. 17 წლის ფეხბურთელი, საკლუბოს შემდეგ, სანაკრებო რეკორდებს მიადგა. "ბარსას" ამომავალი ვარსკვლავი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ჯერ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, 3 დღეში კი გოლის ყველაზე ახალგაზრდა გამტანად იქცა.
უკრაინასთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაში ფატიმ მოედანზე 32 წუთი დაჰყო. მისი სტატისტიკა ასეთია:
- 1 გოლი
- 1 გამომუშავებული პენალტი
- 6 დარტყმა (ყველაზე მეტი)
- 2 ზუსტი დარტყმა
- 2 key პასი
- 2 დრიბლინგი
- 36 პასი
- პასის სიზუსტე 80.6%
- ბურთზე 60 შეხება
- 3 ჩაწოდება
- 3 გრძელი პასი
- 2 ზუსტი გრძელი პასი
აქვე გეტყვით, რომ WhoScored-მა ფატის 8.85 ქულა დაუწერა, რაც თამაშში საუკეთესო შედეგი იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]