"მფრინავმა" დობლასმაც კი ვერაფერი გააწყო "ბარსელონას" წინააღმდეგ

"მფრინავმა" დობლასმაც კი ვერაფერი გააწყო "ბარსელონას" წინააღმდეგ

სულ რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" საკუთარი მატჩი დაასრულა ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც რიგით 27–ე იყო. მატჩი კატალონიელებმა "სარაგოსას" წინააღმდეგ გამართეს და იმარჯვეს კიდევაც დამაჯერებლად 1:0, მართალია ანგარიშიდან გამომდინარე, ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ "ბარსელონას" თამაში ამის საშუალებას გვაძლევს.  

გვარდიოლამ პირველი გუნდის 4 ფეხბურთელი დაასვენა: ბუსკეტსი, აბიდალი, ინიესტა და ვილია. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მატჩი, როდესაც ანდრეს ინიესტა "ლა ლიგის" ფარგლებში ვერ მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. 

კატალონიელებმა მატჩის დაწყებისთანავე ხელთ იპყრეს უპირატესობა, დაიჭირეს ბურთი, კომბინირებდნენ, უტევდნენ, მაგრამ მათ პირველ 40 წუთში ვერაფერი მოუხერხეს "სარაგოსას" კიპერს დობლასს, რომელსაც თითქოსდა ფრთები ჰქონდა ისეთი სირთულის ბურთებს იგეირებდა. ყველას ეგონა, რომ პირველ ტაიმს "ბარსელონა" გადააგორებდა და მეორე ტაიმში შეუტევდა სრულფასოვნად გარდა მესისა. მან მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, მის წინააღმდეგ ერთბაშად სამი მცველი გაჩნდა, უკან დამზღვევი კიდევ ერთი დაცვითი ფუნქციის მოთამაშე, მესიმ მათი მოტყუება დაიწყო, თავიდან თითქოსდა ბურთი გაექცა, მაგრამ იგი მალევე დაიმორჩილა, "თავისუფლება" მოიპოვა და გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში შერბენილ მალელ ნახევარმცველს სეიდუ კეიტას, რომელმაც ბურთი კარში შეაგორა. 

"ბარსელონამ" ძალიან მშვიდათ, ძალების დაზოგვით იმარჯვა ამ მატჩში და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, ეს იყო კატალონეილთა 74– ე ქულა ამ სეზონში. ისინი კვლავ ათი ქულით უსწრებენ მადრიდელებს, რომლებიც თავის შეხვედრას ხვალ გამართავენ.

"მფრინავმა" დობლასმაც კი ვერაფერი გააწყო "ბარსელონას" წინააღმდეგ. "ბარსელონამ" კიდევ ერთხელ გაახარა თავისი გულშემატკივარი პირველ რიგში შედეგითა და ლამაზი თამაშით. მთელი მატჩის განმავლობაში კატალონიელები ტექნიკის დემონსტრირებას არ იშურებდნენ საკუთარი გულშემატკივარისადმი. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.