გვარდიოლა თავს უკეთ გრძნობს
მოგეხსენებათ, ხოსეპ გვარდიოლა სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა, გუშინ იგი გაწერეს ჰოსპიტალიდან. პეპმა შეძლო და დაესწრო "სარაგოსასთან" მატჩს, მატჩის მიმდინარეობისას იგი ძალიან აქტიურად აძლევდა მითითებებს საკუთარ ფეხბურთელებს, განსხვავებით "ვალენსიასთან" მატჩისა, სადაც მან საერთოდ ვერ შეძლო სკამიდან ადგომა, სანამ მატჩი არ დასრულდა.
გაწერისას ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი ვითარება სტაბილურია და გვარდიოლა წინა დღეებთან შედარებით უკეთესად გამოიყურება. მას აღარ აწუხებს აუტანელი ტკივილები, ამიტომაც იგი შესაძლოა ჰოსპიტალში აღარც მოათავსონ და გუნდის ვარჯიშებსაც დაესწროს. დიდად სავარაუდოა პეპ გვარდიოლა "არსენალთან" მატჩში "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]