პუიოლი მინდორს უბრუნდება

პუიოლი მინდორს უბრუნდება

 

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რომელსაც შაბათის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, "სიუდად ესპორტივას" უბრუნდება...

 

"რეალ სარაგოსას" დამარცხების შემდეგ გუნდმა დღეს პირველად ივარჯიშა. ახლა ფეხბურთელებელი სამშაბათს გასამართი "ჩემპიონთა ლიგის" მერვედ–ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადებიან, სადაც არსენ ვენგერის "არსენალს" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვარჯიშში მონაწილეობას იღებდა გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი. მართალია "სიუდად ესპორტივას" კარლესი დაუბრუნდა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს შეკრებაზე არ იმყოფებოდა გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელსაც ზურგის არეში ტკივილები აწუხებს. ადრიანო და ვალდესი კი არიან პირველი გუნდის ის ფეხბურთლები, რომლებმაც ვარჯიში სავარჯიშო დარბაზში არჩიეს.

 

საბოლოოდ დღეს "სიუდად ესპორტივაზე" "ბარსას" 18 ფეხბურთელი დააბიჯებდა. აქედან სამი "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელი გახლავთ. პირველ გუნდელებს მინიო, ტიაგო და ვიქტორ ვასკესი შეუერთდნენ.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.