სემაკი: "შესაძლოა, 1–2 წლის შემდეგ, არშავინმა "ბარსელონაში" ითამაშოს"
რუსული "ზენიტის" ნახევარმცველმა სერგეი სემაკმა განაცხადა, რომ ანდრეი არშავინს აქვს კატალონიის "ბარსელონაში" მოხვედრის შანსი თუკი ის უფრო აიმაღლებს თავისი თამაშის კლასს.
"ამ მომენტისათვის ანდრეისთვის "ბარსელონას" გაძლიერება უდიდესი პრობლემა იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ბარსა" შეთამაშებული გუნდია. მერე მეორე ფაქტორია კონკურენცია. იქ ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ სულ კონკურენციაა თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. კატალონიელთა 10 მოთამაშე იყვნენ წარსდგენილნი წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე; ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. შეიძლება ერთი–ორი წლის შემდეგ არშავინი უფრო გაძლიერდეს და "ბლაუგრანასგან" მიიღოს შემოთავაზება. წარმოუდგენელი არაფერია." –ციტირებს სემაკის სიტყვებს "რია ნოვოსტი".
შეგახსენებთ, რომ ანდრეი ამჟამად ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავს და ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში "ბარსას" გოლიც კი გაუტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]