ჟუნიორ ფირპო ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს
"ბარსელონას" 24 წლის ფეხბურთელმა, ჟუნიორ ფირპომ, "ნაპოლიში" გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მის მიზანს ჟორდი ალბასთან კონკურენცია და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს.
ამ ცნობას იტალიური გამოცემა, Calcio Napoli 24, ავრცელებს. ჯენარო გატუზოს გუნდმა ფირპოს თაობაზე "ბარსას" ორწლიანი იჯარის შეთავაზებით მიმართა. ამ გარიგებით "ბარსელონა" 20 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა წინადადება უარყო და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს.
ფირპომ სადებიუტო სეზონში "ბარსას" მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
გუშინ, იტალიურმა მედიამ იუწყა, რომ მისი შეძენით სერია A-დან "ფიორენტინაც" არის დაინტერესებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]