"ბარსელონა" ვერც მემფის დეპაის შეიძენს?
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს გუნდში ნიდერლანდელი მემფის დეპაის მოყვანა სურდა.
ჭორების მიხედვით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო და ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლდა.
თუმცა, ფეხბურთელის ამჟამინდელი მფლობელის, "ლიონის" პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლას განცხადებით, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ფრანგებისათვის შეთავაზება არც გაუკეთებიათ.
"კვირას "ბარსელონას" პრეზიდენტმა მითხრა, რომ კლუბი კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკურად ცუდ დღეშია და რომ, არ შეუძლია, სატრანსფერო წინადადებით მოგვმართოს", - ამბობს ოლა Twitter-ის პირად გვერდზე.
Memphis kost Barcelona 30 miljoen euro | Voetbal | https://t.co/ENn92q9lkf @ol @Le_Progres Le président du Barça m’a indiqué dès dimanche que le Barça souffrait beaucoup d la crise du Covid et n’avait pas de possibilité de faire une offre.#memphis https://t.co/R1eGdE276j
— Jean-Michel AULAS (@JM_Aulas) September 15, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]