ლეო მესი კოპა ამერიკის მოგებაში დარწმუნებულია
"ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი, ჯერჯერობით, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს.
Goal-ის მტკიცებით, 33 წლის ფეხბურთელს არგენტინის ნაკრებთან ერთად დიდი გეგმები აქვს. მესი "ალბისელეტეს" მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. "ლა პულგას" სჯერა, რომ არაერთი იმედგაცრუების შემდეგ მისი ნაკრები 2021 წელს კოპა ამერიკის მოგებას შეძლებს. ამასთანავე, ლეო მესი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობასაც აპირებს.
იგივე წყარო ირწმუნება, რომ მესი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონისა და მისი შტაბის მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობს, რაც ლეოსთვის დამატებითი მოტივაციაა.
ამრიგად, ლიონელ მესი "ალბისელეტეს" შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მომდევნო დიდი გამოწვევისთვის, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის მოგებისთვის, მზადაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]