უილშერი მზადაა ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისთვის

უილშერი მზადაა ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისთვის

ლონდონის ”არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშერი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალურ მატჩში კატალონიის ”ბარსელონას” წინააღმდეგ. უილშერის ტრავმა, რომელიც მან მიიღო ინგლისის ჩემპიონატში, ”სანდერლენდის” წინააღმდეგ თამაშისას სერიოზული არაა.

მინდა, ყველას ვაცნობო, რომ ტრავმირებული არ ვარ. თუ დამაყენებენ ძირიდათ შემადგენლობაში, მზად ვარ ”ბარსას” წინააღმდეგ თამაშისთვის! მცირე დაზიანება მაქვს, თუმცა სერიოზული არაფერია.” - დაწერა უილშერმა საკუთარ ტვიტერზე.

უკვე ცნობილი გახდა, რომ ტრავმების გამო ”კამპ ნოუზე” ვერ ითამაშებენ  თეო უოლკოტი და რობინ ვან პერსი.  ბურუსითაა მოცული ”მეთოფეთა” კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის და მცველის, ალექს სონგის თამაში.

პირველ მატჩში, რომელიც ლონდონის ”ემირეითსის” სტადიონზე გაიმართა, ”მეთოფეებმა” კატალონიელები დაამარცხეს, ანგარიშით 2:1.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.