ბერნდ შუსტერი: "ბარსა" ლა ლიგას მოიგებს, მაგრამ სხვა ტურნირებს - ნაკლებად

ბერნდ შუსტერი: "ბარსა" ლა ლიგას მოიგებს, მაგრამ სხვა ტურნირებს - ნაკლებად

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბერნდ შუსტერმა, Onda Cero-ს სატელევიზიო პროგრამა El Transistor-ში "ბარსას" მდგომარეობაზე ისაუბრა. 

"ჩემი აზრით, "ბარსელონა" ლა ლიგას მოიგებს, მაგრამ სხვა ტურნირებს - ნაკლებად. 

გუნდის რადიკალური გადახალისების პროცესი მესის გაყიდვასაც ითვალისწინებდა. მგონია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ასე ფიქრობდნენ. 

მთელი შემადგენლობის გადახალისება შეცდომაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის, თუმცა "ბარსას" ცვლილებები ნამდვილად სჭირდება. ახლა გუნდს რთული მომენტი აქვს და ახალ ეტაპზე გადასვლას, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს". - განაცხადა გერმანელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 18 სექტემბერი 2020 11:20
    3
    სრული სიმართლეა , ამ ეტაპზე ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს ნამდვილად არ არის ფავორიტი.