"ნორვიჩის" უარი "ბარსელონას"
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს, "ნორვიჩ სიტის" ორი შეთავაზებით მიმართა და ორივეზე უარი მიიღო.
"ბარსას" "ნორვიჩის" 20 წლის მარჯვენა მცველის, მაქს აარონსის იჯარით დამატება სურდა. ის სერჟინიო დესტის მსგავსად ნელსონ სემედუს პოტენციური შემცვლელია, რომელიც კლუბს დიდი ალბათობით მალე დატოვებს.
"ნორვიჩმა" "ბარსელონას" უარი იმის გამო უთხრა, რომ შეთავაზებაში გამოსყიდვის ვალდებულება ნახსენები არ იყო. ინგლისელებმა ჩათვალეს, რომ საკმარის ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებდნენ და ფეხბურთელის შენარჩუნება ამჯობინეს.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელი "ბარსას" პირობებზე თანახმა იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]