კუმანმა რიკი პუჩს აცნობა, რომ გუნდის გეგმებში არ შედის
RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, რიკი პუჩს აცნობა, რომ მისი გუნდის გეგმებში არ შედის.
კუმანმა ახალგაზრდა ნახევარმცველს გუნდის დატოვებაზე ფიქრი ურჩია.
ეს ცნობა საკმაოდ არარეალური ჩანს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პუჩი "ჟირონას" წინააღმდეგ დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა და ეს ტრავმით გამოწვეული არ ყოფილა.
RAC1-ის კიდევ ერთი ჟურნალისტის, ჩავი ერნანდეს ნავაროს ცნობით, კუმანის გადაწყვეტილებამ კლუბის ხელმძღვანელებსა და მოთამაშეებს შორის გაოცება გამოიწვია. სიახლე თავად პუჩისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]