"ატლეტიკომ" სუარესთან შეთანხმებას მიაღწია
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსში" ლუის სუარესის ტრანსფერი გამოირიცხა, ფავორიტად მადრიდის "ატლეტიკო" მიიჩნევა. რამდენიმე კვირის წინ, "ატლეტიკოს" წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ სუარესის ტრანსფერი შეუძლებელი იყო, რადგან მისი კონტრაქტი ძალიან პრობლემატურია და დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა.
როგორც MD ავრცელებს, სუარესმა უკვე მიაღწია "ატლეტიკოსთან" პირად შეთანხმებას. ურუგვაელი უარზე არ არის, რადგან მადრიდელთა სპორტული დირექტორი, მიგელ-ანხელ ხილ მარინი და მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, მასთან მუდმივ კონტაქტზე არიან, ყოველდღიურად ატყობინებენ მოლაპარაკებების შესახებ და ფეხბურთელიც ხვდება, რომ "ატლეტიკოს" ბოსები ენდობიან, განსხვავებით "ბარსას" ხელმძღვანელებისგან. რონალდ კუმანის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ ლუის სუარესის გვერდზე გაწევა იყო.
"ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ცხრიანი სულ მალე, 34 წლის შესრულდება. სამწუხაროა, რომ მისი უკანასკნელი შეხვედრა, კატასტროფულად დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]