მაქს აარონსი თუ სერჟინიო დესტი - ვინ უნდა შეცვალოს ნელსონ სემედუ?
ბოლო დროს "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს ინგლისურ "ვულვერჰემპტონში" შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. კატალონიურ კლუბს პორტუგალიელი ფეხბურთელის შემცვლელად მაქს აარონსისა და სერჟინიო დესტის ვარიანტები აქვს.
Tribuna გვთავაზობს აარონსის, დესტისა და სემედუს სტატისტიკურ შედარებას გასული სეზონის საშინაო ჩემპიონატების მიხედვით.
ზოგადი მაჩვენებლები
- მატჩი: აარონსი - 36, დესტი - 20, სემედუ - 32.
- ნათამაშები წუთები: აარონსი - 3240, დესტი - 1444, სემედუ - 2097.
- გოლი: აარონსი - 0, დესტი - 0, სემედუ - 1.
- ასისტი: აარონსი - 1, დესტი - 4, სემედუ - 2.
შენიშნვნა: დესტმა, აარონსთან და სემედუსთან შედარებით, ნაკლები თამაში ჩაატარა, რადგან ნიდერლანდების ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად დასრულდა.
დაცვითი მაჩვენებლები
- ვარდნა (საშუალოდ თამაშში): აარონსი - 1.3, დესტი - 1.9, სემედუ - 1.6.
- ართმევა: აარონსი - 1, დესტი - 0.9, სემედუ - 0.7.
- მოგერიება: აარონსი - 2, დესტი - 0.5, სემედუ - 0.7.
- დაბლოკვა: აარონსი - 0.8, დესტი - 0.3, სემედუ - 0.1.
- გატარებული დრიბლინგი: აარონსი - 0.5, დესტი - 0.5, სემედუ - 0.5.
- ჯარიმა: აარონსი - 0.8, დესტი - 0.6, სემედუ - 0.7.
- ყვითელი ბარათი: აარონსი - 7, დესტი - 1, სემედუ - 2.
შეტევითი მაჩვენებლები
- დარტყმა: აარონსი - 0.6, დესტი - 1.1, სემედ - 0.3.
- Key პასი: აარონსი - 0.6, დესტი - 0.9, სემედუ - 0.4.
- დრიბლინგი: აარონსი - 1.3, დესტი - 1.2, სემედუ - 1.5.
- პასი: აარონსი - 37.2, დესტი - 38.8, სემედუ - 46.3.
- პასის სიზუსტე: აარონსი - 78.9%, დესტი - 87.5%, სემედუ - 89.5%.
- ჩაწოდება: აარონსი - 0.4, დესტი - 0.5, სემედუ - 0.1.
- გრძელი პასი: აარონსი - 1.1, დესტი - 0.8, სემედუ - 1.6.
შეჯამება
აარონსი, მიუხედავად იმისა, რომ "ნორვიჩი" გასულ სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდა, დაცვაში შედარებით ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა.
დესტი ნაკლებად ჯარიმდებოდა და შეტევაში უფრო ხშირად მონაწილეობდა.
რაც შეეხება სემედუს, იგი პასებისა და პასის სიზუსტის მხრივ, აარონსთან და დესტთან შედარებით, უკეთესი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]