ბოლო 10 წლის გახსნითი შეხვედრები

ბოლო 10 წლის გახსნითი შეხვედრები

ლა ლიგა განახლდა და სულ მალე, მარათონში "ბარსელონაც" ჩაერთვება. პირველ მატჩს გუნდი "ვილიარეალთან" ჩაატარებს. "ბარსას" ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი სასტარტო შეხვედრა აქვს წაგებული, დანარჩენ ცხრაში კი იმარჯვა. სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2010/2011 - რასინგი 0-3 ბარსელონა

"ბარსამ" დამაჯერებლად დაიწყო, გოლები ანდრეს ინიესტამ, ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ გაიტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანდრეს ინიესტას გოლი.

2011/2012 - ბარსელონა 5-0 ვილიარეალი

ეს მატჩი გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდი მოედანზე მხოლოდ ორი ნომინალური მცველით იყო. მსგავსი რამ, თანამედროვე ფეხბურთში უბრალოდ არ მომხდარა. არის შეხვედრები, როცა თამაშის ბოლო წუთებზე მწვრთნელები ვა-ბანკზე მიდიან, მაგრამ პეპმა პირველივე წუთებიდან ასე დაიწყო თამაში.

გოლები: ალკანტარა, ალექსისი, ფაბრეგასი, მესი (2)

2012/2013 ბარსელონა 5-1 რეალ სოსიედადი

კიდევ ერთი კარგი სტარტი, ამჯერად ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა დანი ალვესისა და ლიონელ მესის კომბინაცია, რომელიც ლამაზი გოლით დასრულდა.

გოლები: პუიოლი, მესი (2), ვილია, პედრო

2013/2014 ბარსელონა 7-0 ლევანტე

ტატა მარტინოს რომ ისე გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც დაიწყო, კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდა გუნდში, მაგრამ ბოლოსკენ ძალიან აურია. დაწყება კი ძალიან მაგარი გამოუვიდა.

გოლები: მესი (2) პედრო (2) ჩავი, ალექსისი, დანი ალვესი

2014/2015 ბარსელონა 3-0 ელჩე

ამჯერად ლუის ენრიკეს სადებიუტო შეხვედრა, სადაც მოსუქებულმა მესიმ ორჯერ გაიტანა და "ბარსამ" დამაჯერებლად მოიგო. მის გარდა გოლი მუნირმა გაიტანა, ხოლო მასკერანო მოედნიდან გააძევეს.

2015/2016 ბილბაო 0-1 ბარსელონა

"ბარსამ" ლუის სუარესის გოლით მოიგო და სუპერ თასზე განცდილი მარცხის გამო შური იძია. მცირე ხნით ადრე, "ბარსა" ბილბაოში 0-4 დამარცხდა.

2016/2017 ბარსელონა 6-2 ბეტისი

თმაშეღებილი მესის და სუარესის სპექტაკლი. ტრიოს ნეიმარი აკლდა, მაგრამ დანაკლისი საერთოდ არ იგრძნობოდა.

გოლები: სუარესი, (3) მესი, (2) თურანი

2017/18 ბარსელონა 2-0 ბეტისი

მოკრძალებული დასაწყისი, ერნესტო ვალვერდემ სადებიუტო შეხვედრაშივე გვაჩვენა, რომ განსაკუთრებით შედეგიან დეხბურთს არ ითამაშებდა. შეხვედრაში ერთი ავტოგოლი გავიდა, ერთი კი სერჟი რობერტომ გაიტანა.

2018/19 ბარსელონა 3-0 ალავესი

ვალვერდემ მეორე სეზონი სამბურთიანი უპირატესობით დაიწყო.

გოლები: მესი (2), კოუტინიო

2019/2020 ბილბაო 1-0 ბარსელონა

10 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი სეზონის ყველაზე ცუდი დასაწყისი. "ბარსა" გახსნით შეხვედრებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა. პირველი ტურიდანვე გამოჩნდა, რომ ვერ იყო საქმე კარგად.

არიც ადურისმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ველით რონალდ კუმანის დებიუტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #2 23 სექტემბერი 2020 12:32
    0
    ციტატა: nikusha
    ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ ვილიარეალთან:

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ცვლილებები:

    დემბელე-ტრინკაო
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ალენია (ამ შემთხვევაში მესი აიწევს ზემოთ და ალენია დადგება მესის ადგილზე)
    დე იონგი-პედრი


    არა მგონია პიანიჩი ან დემბელე დააყენოს.
    Culé [?]
    #1 23 სექტემბერი 2020 12:25
    1
    ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ ვილიარეალთან:

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ცვლილებები:

    დემბელე-ტრინკაო
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    გრიზმანი-ალენია (ამ შემთხვევაში მესი აიწევს ზემოთ და ალენია დადგება მესის ადგილზე)
    დე იონგი-პედრი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა