"სამპდორია" ალექს კოლიადოს აგენტებს შეხვდა

"სამპდორია" ალექს კოლიადოს აგენტებს შეხვდა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იტალიური "სამპდორიას" წარმომადგენლები "ბარსა ბ-ს" ახალგაზრდა შემტევის, ალექს კოლიადოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

მხარეები ტრანსფერის პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ბარსელონას" სურს, 21 წლის ფეხბურთელი სერია ა-ში იჯარით გაუშვას. 

თითქმის გამორიცხულია, რომ მიმდინარე სეზონში, პირველ გუნდში, კოლიადოს სათამაშო დრო მიეცეს - რონალდ კუმანს ის განაცხადში არ შეჰყავს, პრაქტიკის მისაღებად კი "სამპდორიაში" თამაში "ბარსა ბ-სთან" ერთად მესამე დივიზიონში თამაშზე უკეთესი ნამდვილად არის.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DAVID_BARCA_FAN
    სტუმარი [?]
    #1 23 სექტემბერი 2020 16:07
    0
    Gaishvan ijarit