დაკარგული თაობა
მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანმა რიკი პუჩს შეატყობინა, რომ მასზე აქცენტი არ გაკეთდება, "ბარსელონაში" სტრუქტურული პრობლემების ანალიზი დაიწყეს. თავის დროზე კლუბი საუკეთესო იყო ამ კომპონენტში, "ბარსა" მუდმივად იღებდა შევსებას აკადემიიდან, ეს იმდენად მომგებიანი მოდელი იყო, რომ "სიტი" თავიდან ბოლომდე "ლა მასიას" სტრუქტურაზე აეწყო, ხოლო თავის დროზე რუმინიგემ და ოლივერ კანმა "ბარსას" მისაბაძი უწოდეს და "ბაიერნმა" ისეთივე ყურადღება დაუთმო აკადემიას, როგორც "ბარსა" უთმობდა. ამან მათთვის შედეგიც მოიტანა. აი "ბარსა" კი ჩამოსცილდა თავის ფილოსოფიას, დაარღვია საათივით აწყობილი სისტემა და ათასი პრობლემა დაიტეხა თავს.
რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ ყოველ ათწლეულში ოქროს თაობას, ერთიანად მესი, ჩავი და ინიესტა, რომ მოგვცეს, მაგრამ სამი ისეთი ფეხბურთელი მაინც უნდა მოამზადონ, რომლებიც ძირითადისთვის იბრძოლებენ. ბოლოს და ბოლოს, აბელარდო, სერჟი ბარჟუანი და ივან დე ლა პენია ახერხებდნენ ამას.
ერთ-ერთი მთავარი ვასრკვლავი, ჩავი სიმონსი, მისი გაუმაძღარი აგენტის გამო გაგვექცა. პსჟ-ის შემადგენლობაში ერთი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ თავი დიდად ვერ გამოიჩინა. ძალიან კარგი პრესა აქვს ტაკე კუბოს, რომელმაც წინა სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, ის უკვე მადრიდის "რეალის" საკუთრებაა. დიდად გვეიმედება რიკი პუჩის, თუმცა, რონალდ კუმანს მისი არ სჯერა და ძალიან ბევრი შრომა მოუწევს, რომ როგორმე აზრი შეაცვლევინოს.
მთავარი იმედი კი ანსუ ფატია, რომლმაც ესპანეთის ნაკრებშიც მოასწრო თამაში, საკმაოდ წარმატებით. მან რომ მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს მომდევნო სამი წელი, ვარსკვლავურ კარიერას ვერსად გაექცევა. სამი წლის შემდეგაც კი თინეიჯერი იქნება. რაც მთავარია, ჩანს, რომ პროგრესირებს, ფიზიკურადაც მოძლიერდება და წესით უნდა გამოვიდეს რაღაც.
ორი წლის წინ, "ბარსას" ახალგაზრდულმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში "ჩელსი" დაამარცხა და თასი დაისაკუთრა. იმ შეხვედრაში გაიბრწყინეს აბელ რუისმა და ალეხანდრო მარკესმა, მაგრამ მიუხედავად ამ წარმატებისა, მთავარ გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხეს. რუისმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ხეტაფეს" წინააღმდეგ. ის რვა მილიონ ევროდ გაიყიდა "ბრაგაში".
კოლიადო, მირანდა, მინგესა, ყველა იმ გუნდის ნაწილი იყო, ვინც ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, მაგრამ მათი გზები მთავარ გუნდამდე არ მოსულა. შესაძლოა, ვერ გამოდგა პროგრესი ისეთი, როგორიც გვსურდა, ან სტრუქტურული პრობლემაა და "ლა მასიელებს" ნაკლებ შანსს აძლევენ.
შეტევაში კარლეს პერესი ირჯებოდა, რომელიც "რომაში" გაიყიდა. საკმაოდ ნაადრევად, რაც სეტიენმა აღნიშნა კიდეც. სწორედ ამ ტრანსფერის შემდეგ მიიღო ტრავმა დემბელემ. სანაცვლოდ კი "ბარსას" ბრეითუეიტის მოყვანა მოუხდა, რომელსაც რატომღაც ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
შედარებისთვის, იმ "ჩელსიში" თამაშობდა ჰადსონ-ოდოი, რომელიც "ჩელსის" მთავარ გუნდში საკმარის დროს იღებს.
წყარო - Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]