"ბარსელონა" 3 წლით ახალგაზრდავდება

"ბარსელონა" 3 წლით ახალგაზრდავდება

"ბარსელონა" რომ გაახალგაზრდავების გზას ადგას, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, მაგრამ რიცხვები ამ პროცესს კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს.

მადრიდული As შეეცადა გაერკვია, რამდენად ახალგაზრდავდება "ბარსელონა" ჟოპეპ მარია ბართომეუს მიერ დაანონსებული რევოლუციის შემდეგ. გაირკვა, რომ ბოლო ოფიციალური მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობა დაახლოებით 3 წლით ახალგაზრდავდება, რაც ძალიან დიდი პროგრესია.

მიუნხენის "ბაიერნთან" ჩატარებული ავადსახსენებელი მატჩის დროს "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 30 წელი იყო. იმ თერთმეტეულიდან გუნდი დატოვეს არტურო ვიდალმა (33 წელი), ლუის სუარესმა (33 წელი) და ნელსონ სემედუმ (26 წელი). სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდება სერხიო ბუსკეტსი (32 წელი).

As-ის ვარაუდით, ახალ სეზონში "ბარსას" ძირითადი თერთმეტეული ასეთი იქნება: ტერ შტეგენი (28), დესტი (19), პიკე (33), ლანგლე (25), ალბა (31), პიანიჩი (30), დე იონგი (23), გრიზმანი (29), კოუტინიო (28), ფატი (17), მესი (33).

ახალი თერთმეტეულის საშუალო ასაკი 26.9 წელი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 სექტემბერი 2020 11:20
    4
    ძალიან კარგია, ნელ-ნელა პიკეც და ალბაც უნდა ჩანაცვლდნენ.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Iniesta. And messi
    სტუმარი [?]
    #3 25 სექტემბერი 2020 11:06
    23
    ივან რაკიტიჩი ბარსაში არ თამაშობდა ხომ? ვიდალი და სემედუ ნახსენებია და ბარსას ლეგენდა რაკიტიჩი არა სამწუხაროა
    Culé [?]
    #2 25 სექტემბერი 2020 10:40
    2
    პიკეს ადგილას ვინმე ჩასვან , დიდ თამაშებში მაგრა ისვრის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2020 09:35
    4
    რაღაც შეღავათი არის 😂😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued