დეპაის ტრანსფერი გამოირიცხა? პრეზიდენტის შეთავაზება ფეხბურთელს
"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, ადგილობრივ გამოცემა Le Progres-თან მემფის დეპაიზე ისაუბრა. როგორც იცით, ფრანგული კლუბის თავდამსხმელი "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
"დეპაის ახალი კონტრაქტი შევთავაზე, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია. შთამბეჭდავი შეთავაზებაა, მასზე უარს, ფაქტობრივად, ვერ იტყვი.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა "ლიონში" თამაშის გაგრძელება არ ისურვოს, მაგრამ აშკარაა, რომ "ბარსელონას" ფინანსური პირობები ტრანსფერის განხორციელების საშუალებას არ იძლევა". - განაცხადა ოლამ.
"ბარსასთვის" დეპაი ლაუტარო მარტინესის ალტერნატივაა, რომლის "ინტერიდან" გადმობირება ძალიან რთული იქნება. ალტერნატივის ალტერნატივა ჯერჯერობით არ დასახელებულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]