ალექს კოლიადოს “ბარსელონაში“ დარჩენა სურს
Sport იუწყება, რომ ახალგაზრდა “ლა მასიელი“ ფეხბურთელი, ალექს კოლიადო, გუნდში დარჩენას და სათამაშო დროის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს.
აქამდე ხშირად იწერებოდა მის მიმართ ესპანური გუნდების ინტერესზე. მათ შორის განსაკუთრებით “ჟირონა“ აქტიურობდა.
საბოლოოდ ესპანელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კლუბში დარჩეს, “ბარსა ბ-ს“ შემადგენლობაში გარსია პიმიენტასთან თავი გამოიჩინოს, რაც რონალდ კუმანის ნდობის მოპოვებაში დაეხმარება.
წინა სეზონში კოლიადომ “ბარსა ბ-ს“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და აქტივში 5 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]