"ლიონის" პრეზიდენტი დეპაის ტრანსფერის ბოლო ვადას ასახელებს
"ბარსელონა" მემფის დეპაის ტრანსფერზე მუშაობის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ჰოლანდიელი ფეხბურთელის კლუბის, "ლიონის" პრეზიდენტის განცხადებით, კლუბის მოთამაშეების დამატების მსურველებმა შეთანხმებას მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა მიაღწიონ და თუ ეს არ მოხდება, ტრანსფერები აღარ შედგება.
"ფეხბურთელები, რომლებიც "ლიონს" პარასკევამდე [2 ოქტომბერი] არ დატოვებენ, გუნდში დარჩებიან. ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა პარასკევს იხურება". - ციტირებს ჟან-მიშელ ოლას სიტყვებს Telefoot.
სატრანსფერო ფანჯარა "ბარსელონასთვის" 5 ოქტომბრამდე გრძელდება, დეპაის დამატებისთვის კი მათ მოუწევთ, კიდევ უფრო იჩქარონ. როგორც ოლამ გუშინ განაცხადა, კატალონიელებს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]