Ser: "ბარსელონას" მეორე შეთავაზება "სიტის"
"ბარსელონა" ერიკ გარსიას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა "მანჩესტერ სიტის" ახალი შეთავაზებით მიმართეს: ისინი თავდაპირველად 8 მილიონ ევროს, ბონუსების სახით კი კიდევ 2 მილიონს იხდიან.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისელები ამ შეთავაზებას დასთანხმდნენ - "სიტის", სულ მცირე, 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
ტრანსფერის ბოლო ვადა 5 ოქტომბერია და თუ "ბარსა" იქამდე ერთ ფეხბურთელს მაინც არ გაყიდის, გარსიას დამატება გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ესპანელი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]