"ბარსელონამ" ტოდიბოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

"ბარსელონამ" ტოდიბოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით Cat Radio-ს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბარსელონამ" და "ფულემმა" ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

"ბარსა" ინგლისური კლუბისგან 18 მილიონ ევროს მიიღებს, რაც კატალონიური მხარისთვის დამაკმაყოფილებელია. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგ ცენტრალურ მცველს "ფულემში" კარიერის გაგრძელების იდეა დიდად არ ხიბლავს, თუმცა "ბარსელონა" მის დარწმუნებაზე მუშაობს. 

"ბლაუგრანას" ტექნიკური მდივნის დღევანდელი განცხადებით, ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ტოდიბო კლუბს დატოვებს

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #9 2 ოქტომბერი 2020 21:26
    2
    გარსია ამ ფრანგს ბევრად მირჩევნია ის კიარა ყველა ფრანგი ასასხმელია გუნდიდან ლენგლეს გარდა
    kortoxa23
    სტუმარი [?]
    #8 2 ოქტომბერი 2020 20:52
    0
    ტოდიბოს წასვლა გარსას მოსვლას ნიშნავს
    FloweN
    სტუმარი [?]
    #7 2 ოქტომბერი 2020 20:14
    1
    M10 S9 D11,
    წეღან ვნახე შენი კომენტარიზ მოუ თუ მცველს დაიწუნებს ესეიგი მართლა არ ვარგაო...
    ანუ მოურინიომ ფოიტი თუ დაიწუნა არ ვარგა და კუმანი რო ტოდიბოს იწუნებს და არც განიხილავს გუნდში გარსიას გადააყოლეს ანუ?
    ფაქტია არ გაამართლა, შალკეში ვერ განვითარდა საერთოდ. რატო არაუხოს არ ყიდიან დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ოქტომბერი 2020 20:03
    2
    კაროჩე რაა გადააყოლეს ტიპი გარსიას ტრანსფერს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 2 ოქტომბერი 2020 19:44
    4
    იმედია სირნგლესაც იყიდის მალე ვინმე
    ფანი [?]
    #4 2 ოქტომბერი 2020 19:34
    11
    ბართოს ძაან ენძრევ* უეჭველი ან თავისით გადადგება ან ამ უნდობლობის ხმებით მოუწევს მაგრამ ძაან არმინდა რომ ახალმა პრეზიდენტმა გააგდოს კუმანი უკვე დაატყო ხელი და ძაან ცუდი იქნება ახლა სხვა მწვრთნელის მოყვანა უფრო გაუგებრობა იქნება ხავი კი ბარსას ლეგენდააა მაგრამ დიდი გამოცდილება არაქ მე ამ დროისთვის კუმანს უფრო ვენდობი ვიდრე ჩავის კუმანის ბარსა ჯერ ჯერობით ყველას ძაან მოგვწყონს და იმედია ეს თასებზეც აისახება იმედია კუმანმა ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგა რო მოიგოს არ გაუშვებენ ფონტი მაგარს ატრაკებს რასქვია თუ ყველაფერი მოიგო რატო უნდა გაუშვა ცოტა უბერავს ფონტი რო გითხრათ ჩემი აზრით კუმანმა ახლა ლალიგა რო მოიგოს და კიდე კოპა და ჩემპიონთა ლიგა ვერა მაინც არ იქნება გასაგდები და კიდე 1 სეზონი უნდა მიცენ მაგ შემთხვევაში იმიტო რო ახლა ახალი ბარსას შენება დაიწყო კუმანმა და იდეულირია ჯერ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ოქტომბერი 2020 19:15
    2
    არაუხო-ლენგლე-გარსია, ეს იქნება მომავალი 7-8 წელი დაცვის ცენტრი, ამის მერე ლენგლეს შემცვლელის ძიება მოუწევთ და სავარაუდოდ, ლა მასიიდან ამოწევენ მანამდე ვინმეს...
    ბებერი პიკე 2-3 სეზონი კიდევ იქნება და 4 მცველით არ გაჭირდება ბარათების თუ ტრამვების შემთხვევაში
    არაუხოს თამაში მომწონს, საიმედოა და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია, 2 სართულზეც პრობლემა არ უნდა იყოს
    10 კაცით გასვლაზე, უხერხულ მეტოქესთან რომ კარს მშრალად შეინახავ, ეს ცოტა რამეზე არ მეტყველებს
    Culé [?]
    #2 2 ოქტომბერი 2020 19:10
    1
    იმედია დაამატებთ და კულიბალის ან უპამეკანოს მოიყვანთ მაშინ :დ
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2020 19:10
    3
    ფაქტია არ მოსწონთ ეს კაცი მწვრთნელებს რახან ამ გაჭირვებაში მცირე დროსაც არ აძლევენ, ჰოდა წავიდეს და ვინმე მიხედავს. არვიცი ეს გარსია რას იზავს, ფიზიკურად არ გავს ცუდ ფეხბურთხელს, ინტელექტი არ ვიცი.. არაუხო მომწონს ნამდვილად და თავის დროს მიიღებს, აი ვინმე ბურჯია კია მოსაყვანი. ჩამოყალიბებული, კარგი პასით, 25-26 წლის.