მარკ კუკურელია: "ბარსელონაში" დარჩენა ჩემზე დამოკიდებული არ იყო
"ბარსელონას" ყოფილი და "ხეტაფეს" ამჟამინდელი მარცხენა მცველი მარკ კუკურელია აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავის გამოჩენა ვერ შეძლო.
"ჩემგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, "ბარსელონაში" ვერ შევძელი იმის ჩვენება, რისი გაკეთება შემიძლია. თუმცა, ამან "ეიბარსა" და "ხეტაფეში" განვითარების საშუალება მომცა. "ბლაუგრანაში" დარჩენა ჩემზე დამოკიდებული არ იყო. თუ შანსი მექნება, ერთ დღესაც დავბრუნდები. ვნახოთ, რა მოხდება", - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს Radio Marca.
მარკ კუკურელია, რომელზეც ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 22 წლის ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იჯარით "ეიბარსა" და "ხეტაფეში" იმყოფებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი იგი "ხეტაფემ" საბოლოოდ გამოისყიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]