Sport: რონალდ არაუხო "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო

Sport: რონალდ არაუხო "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყო

ახალგაზრდა ურუგვაელ მცველს, რონალდ არაუხოს, "ბარსელონაში" გადმოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გამხდარიყო, წერს Sport. 

კატალონიური გამოცემის ცნობით, ტრანსფერამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაუხოს "რეალიდან" დაუკავშირდნენ. "ბარსას" ტექნიკურ მდივანს, რამონ პლანესს, ამ დროისთვის უკვე თითქმის ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა და მადრიდულმა კლუბმა მოლაპარაკებებში ჩართვა ვეღარ მოასწრო. 

არაუხო "ბარსელონას" 2018 წლის ზაფხულში, 19 წლის ასაკში, მონტევიდეოს "ბოსტონ რივერიდან" შეუერთდა. მან თამაში "ბარსა ბ-ს" რიგებში დაიწყო და მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში მცირე პრაქტიკა პირველ გუნდშიც მიიღო. ახლა ის რონალდ კუმანის შემადგენლობის ოფიციალური წევრია და დიდი ალბათობით, მოედანზე ბევრად უფრო ხშირად ვნახავთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ოქტომბერი 2020 19:10
    1
    კარგი მცველი დადგება, ცოტა მეტი პრაქტიკა უნდა დიაგონალური გრძელი პასები მომეწონა იმედია მეტს აიღებს თავზე როცა დროს მისცემენ თითქოს სითამამე აკლია.
    Culé [?]
    #1 11 ოქტომბერი 2020 13:20
    5
    მაინც ის ამება ლენგლე დგას ძირითადში და რათ გინდა