ერიკსენი:" თუ სადმე წავალ, მხოლოდ და მხოლოდ ბარსელონაში"
ამსტერდამის "აიაქსის" დანიელმა ნახევარცმევლმა, კრისტიან ერიკსენმა განაცხადა, რომ თუ იგი თავისი კლუბიდან სადმე გადავა, ეს გუნდი მხოლოდ და მხოლოდ კატალონიის "ბარსელონა" იქნება. 19 წლის ფეხბურთელის შეძენა ინგლისურ "ლივერპულს" სურს. ერიკსენი დანიის ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლება:
" თუ მე ახლა "ლივერპულისგან" მივიღებ შემოთავაზებას, მასზე უარს ვიტყვი. თუ მე სადმე წავალ, ეს კლუბი კატალონიის "ბარსელონა" იქნება," დაასრულა 19 წლის კრისტიან ერიკსენმა.
ცნობისთვის ერიკსენს ჰოლანდიური გრანდის შემადგენლობაში 30 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მან დანიის ღირსება 11 მატჩში დაიცვა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]