"ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობა "ელ კლასიკოში"
24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე ლა ლიგის მე-7 ტურში კატალონიის "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა ორივე გუნდისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - გრანდებს 3 ქულის მოპოვება აუცილებლად სჭირდებათ. ამ მომენტისათვის, რონალდ კუმანის ბიჭები ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებენ, "სამეფო გუნდი" კი მე-3 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია ისიც, რომ "ლოს ბლანკოსს" "ბარსაზე" 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
ამ დაძაბული დაპირისპირების წინ, Marca კატალონიელთა სავარაუდო თერთმეტეულს გვთავაზობს:
ნეტუ; სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, ალბა; ბუსკეტსი, დე იონგი; გრიზმანი, კოუტინიო, ანსუ ფატი; მესი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]