ბართომეუ თანამდებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს
როგორც ჩანს, ჟოზეპ მარია ბართომეუ, "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტის იოლად დათმობას არ აპირებს.
RAC1-ის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ კატალონიის მთავრობას, კერძოდ კი ვიცე-პრეზიდენტ პერე არაგონესს, ოფიციალური განცხადებით მიმართა, რომლითაც 1 ან 2 ნოემბერს გასამართი უნდობლობის კენჭისყრის გაუქმებას მოითხოვს.
საბაბს რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია წარმოადგენს, თუმცა, კატალონიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესაბამისი მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, კენჭიყრის ჩატარება 1 ან 2 ნოემბერს შესაძლებელია.
როგორც კატალონიური გამოცემა წერს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბართომეუ, დირექტორთა საბჭოსთან ერთად, დღეს გადადგება. ამავე ინფორმაციას ავრცელებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]