ოფიციალურად: მატეუს ფერნანდესმა თამაშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: მატეუს ფერნანდესმა თამაშის ნებართვა მიიღო

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ახალწვეული, მატეუს ფერნანდესი, სათამაშოდ მზადაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყზე არსებული ტრავმა მოიშუშა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. 

ფერნანდესი, რომელიც გასულ ზაფხულში "ბარსელონას" "პალმეირასიდან", 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა, 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარი "ვალიადოლიდში", იჯარის წესით, გაატარა. მან მონაწილეობა ლა ლიგის მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zarqu
    სტუმარი [?]
    #2 26 ოქტომბერი 2020 21:03
    0
    ეს რა პოციზიაზე თამაშობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2020 17:19
    1
    ოოო ეს დაგლიჯავს.