რონალდ კუმანის თავსატეხი "იუვენტუსთან" შეხვედრისთვის
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას "ბარსელონა" სტუმრად, ტურინში, "იუვენტუსთან" გამართავს.
კატალონიელები საკმაოდ დიდი დანაკლისით ჩადიან. რონალდ კუმანს რთული თავსატეხი ცენტრალური მცველების მცირე არჩევანის გამო გაუჩნდა.
აღნიშნული შეხვედრისთვის მზად მხოლოდ რონალდ არაუხო და კლემან ლანგლე არიან. ჟერარ პიკე დისკვალიფიცირებულია. მინგესა ერთადერთ ვარიანტს წარმოადგენდა შესავსებად, თუმცა მან ტრავმა მიიღო.
რაც შეეხება სხვა რეზერვებს, იგორს, რამოს მინგოს, არანუ კომასსა და ორიოლ ბუსკეტს, პირველ ორ მათგანს ასაკი არ ჰყოფნით, უკანაკსნელები კი დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]