ალექსანდრ გლები: არ ვიცი "ბარსელონაში" რატომ გადავედი

ალექსანდრ გლები: არ ვიცი "ბარსელონაში" რატომ გადავედი

"ბარსელონას" ყოფილი ბელარუსი ფეხბურთელი, ალექსანდრ გლები, მისი კატალონიურ კლუბში ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

"მრავალი წლის შემდეგ, ამაზე ისევ ვფიქრობ. არ მესმის, დღემდე ვერ გამიგია თუ რა მოხდა და რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, მაშინ, "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და სიახლეების ცდა ყველას სურს, თუმცა "არსენალში" ბედნიერი ვიყავი

ცრემლები ვერ შევიკავე, როდესაც არსენს [ვენგერს] ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემი შენარჩუნება სურდა, რომ მნიშვნელოვანი ვიყავი. ვტიროდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

ახლა ჩემი შვილები ჩემი კარიერის შესახებ მეკითხებიან, მე კი მათ ჩემს ემოციებზე ვესაუბრები, ეს ძალიან სასიამოვნოა", - გლების სიტყვებს Goal ციტირებს.

იგი "ბარსას" 2008 წელს, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა. პირველ გუნდში ერთი სეზონი დაჰყო, შემდეგ, იყო რამდენიმე იჯარა. გლებმა კლუბი 2012 წელს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ოქტომბერი 2020 17:13
    1
    ოო ამ კაცის ისტორია ვის არ აინტერესებს. ოჯახში როგორაა ნეტა, დარბევაში ხომ არ მოყვა მინსკში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ოქტომბერი 2020 16:00
    0
    ვის და რაში აინტერესებს ვიღაც გლები?, რატომ დებთ ასეთ სიდებილეს?.
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2020 15:49
    1
    გრიზმანი გაიჩითა:D