პირლო "ბარსელონასთან" მატჩის წინ

პირლო "ბარსელონასთან" მატჩის წინ

"ბარსელონასთან" ხვალ გამასამართი მატჩის წინ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო პრესკონფერენციას მართავს:

"კრიშტიანუ რონალდუ? ტესტის პასუხს უნდა დაველოდოთ, საბოლოო შედეგი დილით გვეცოდინება. თუმცა, 15 დღე უთამაშებლად ყოფნა რთულია.

არსებობს მატჩები, რომლებშიც თამაში ყველას სურს. კრიშტიანუს გარდა, ბევრი დიდებული ფეხბურთელი გვყავს. ყველას, მოგება გვსურს. კიელინი ამ შეხვედრას გამოტოვებს, ბონუჩის შესახებ გადაწყვეტილებას კი ხვალ დილით მივიღებთ.

არ ვფიქრობ, რომ "ბარსასთან ვესტონ მაკკენის მცველად თამაში შეუძლია. "ბლაუგრანასთან" დაპირისპირება გადამწყვეტი არაა, მაგრამ გვინდა, ჩვენი მოტივაცია ყველას ვუჩვენოთ.

მიუხედავად დანაკლისისა, ჩვენ მოსაგებად ვიბრძოლებთ. წინ ადვილი შეხვედრა არ გველის. ლეო მესი თანამედროვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილია.

კატალონიურ გრანდში არაერთი შესანიშნავი მოთამაშე ირიცხება.

"ვერონასთან" მორატა და დიბალა კარგად გამოიყურებოდნენ, მათი პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ გაიტანა. არგენტინელი შესანიშნავია. დროა, პაულომ საკუთარი სტილი გვაჩვენოს. მისი როლი მნიშვნელოვანია.

მე და კუმანი ჯარიმებს განხვავებულად ვასრულებდით - ნიდერლანდელს ძლიერი დარტყმა ჰქონდა, მე კი - უფრო ტექნიკური".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #2 27 ოქტომბერი 2020 20:25
    1
    ციტატა: duggu
    როგორ მინდა კრისტიანუმ ითამაშოს, მისი თამაში ნიშნავს მესის აფეთქებას და მოტივაციის ამაღლებას, რაც კაი ხანია არ გვინახავს... ერთი დიდი კლასიკო გბელოს წინ თუ ითამაშა კრისმა

    მესის აფეთქების აღარ მჯერა. კლასიკოშიც უნდა აფეთქებულიყო რამოსის გამო ან სხვების. მარა ჩაქრა. ამ ბარსაში თამაში აღარ უნდა და ეგაა. ვერც რონალდოს წინააღმდეგ ააფეთქდება ალბათ. სუარესი და ნეიმარი უნდა ამოუყენო აქეთ იქიდან რო იფეთქოს და ეგ აღარ მოხდება. არც ბარსაში და ალბათ აღარც სხვაგან. ისე დე ლიხტის თამაშიც საინტერესო იქნებოდა და არტურის ძირითადში. აქედან პიანიჩი ძირითადში და საინტერესო იქნებოდა ნახევარდაცვას ვინ მოიგბდა
    Culé [?]
    #1 27 ოქტომბერი 2020 18:00
    8
    როგორ მინდა კრისტიანუმ ითამაშოს, მისი თამაში ნიშნავს მესის აფეთქებას და მოტივაციის ამაღლებას, რაც კაი ხანია არ გვინახავს... ერთი დიდი კლასიკო გბელოს წინ თუ ითამაშა კრისმა