კასილასი ესპანეთის თასის მოგებას აპირებს!
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა, იკერ კასილიასმა ისაუბრა მომავალი "კოპა დელ რეის" ფინალის შესახებ, რომელიც 20 აპრილს ქალაქ ვალენსიაში, "მესტალიაზე" გაიმართება. "ფურია როხას" კარის დარაჯმა ყველასათვის გასაგონად განაცხადა, რომ და მისი გუნდი ამ ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
"ფეხბურთელები, მწვრთნელიები, კლუბის მმართველები ყველანი აცხადებენ და ფიქრობენ, რომ კოპა დელ რეი გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტიტული. ეს არის ერთერთი მთავარი რამ, რასაც ჩვენ ამ სეზონში ვგეგმავთ. ამის გარდა გვინდა მოვიგოთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონიც. შანსები, "ბარსელონას" დამარცხებისა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო გასულ კლასიკოზე, რადგან ნეიტრალურ სიტუაციაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს."
"ჩვენი მთავარი მიზანი - ესპანეთის თასი, ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგაა. როდესაც ძალიან გვინდოდა ლიგის მოგება, ეს შევძელით. როდესაც ძალიან გვინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ესეც შევძელით. ამჟამად მადრიდის "რეალს" დაგეგმილი აქვს არაერთი ევროპული ტიტულის მოგება."- ციტირებს ესპანელი მეკარის სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]