საჭიროა ყვითლებისგან გათავისუფლება
მომდევნო "ელ კლასიკომდე" 4 თამაშია დარჩენილი და დისკვალიფიკაციის ზღვარზე "ბარსელონას" ოთხი ფეხბურთელი იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ალმერიასთან საშინაო მატჩი, ვალდესმა, ბუსკეტსმა, მასეკარანომ ან მესიმ ყვითელი ბარათი მიიღეს, ისინი "რეალთან" გასამართ მატჩს გამოტოვებენ. იმისათვის, რომ ფეხბურთელები დაზღვეულნი იყვნენ, საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, რომლის წყალობითაც, ოთხივე მათგანი დისკვალიფიკაციას "ელ კლასიკომდე" მიიღებს.
"რეალთან" დაპირისპირებდამდე, "ბარსას" "ხეტაფესთან" და "ალმერიასთან" შინ, ხოლო "სევილიასთან" და "ვილიარეალთან" გასვლაზე მოუწევს თამაში. გასაგებია, რომ უკეთესი იქნება, ფეხბურთელთა საკუთარ მოედანზე, სუსტ მეტოქესთან არყოფნა, რადგან გუნდმა უფრო იოლად მიაღწიოს მათ გარეშე გამარჯვებას, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ მესისთვის და მასკერანოსთვის, იდეალური იქნება "ვილიარეალთან" გასამართი შეხვედრის გამოტოვება. საქმე ისაა, რომ "ყვითელ წყალქვეშა" ნავს "ბარსელონა" 2 აპრილს დაუპირისპირდება. 27 და 29 აპრილს, მასკერანოსა და მესის, ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი, კოსტა რიკაში მოუწევთ საერთაშორისო ამხანაგური თამაშების გამართვა. ჩრდილო ამერიკასა და ესპანეთს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, ისინი 2 აპრილს, "ვილიარეალთან" გასამართ მატჩს სათანადო კონდიციებში ვერ შეხვდებიან და შესაძლოა, დისკვალიფიკაციის არქონის შემთხვევაშიც კი, გვარდიოლამ მათი დასვენება გადაწყვიტოს. ასე რომ, იდეალური იქნება, თუ არგენტინელები ყვითელ ბარათებს "ხეტაფესთან" გასამართ შეხვედრაში მიიღებენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ხავიერ მასკერანოს საკითხი. "ბარსას" მე-14 ნომერი, საყრდენი ნახევარმცველია და ამ პოზიციის მოთამაშეებს, ყველაზე მეტჯერ უღებთ ყვითლების მიღება. სწორედ ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებელია მან "ელ კლასიკომდე" გამოტოვოს რომელიმე მატჩი.
მასკერანოს მსგავსი სიტუაცია გვაქვს სერხიო ბუსკეტსთან დაკავშირებითაც, რადგან ეს ფეხბურთელები ერთ პოზიციაზე თამაშობენ. ბუსკეტსის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ იგი "სევილიასთან", ან "ვილიარეალთან" გასვლით მატჩში მიიღებს ყვითელ ბარათს, რათა "კამპ ნოუზე", შედარებით სუსტ მეტოქეებთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ შედგენი სტრატეგიის თანახმად, მასკერანოს "ხეტაფესთან" თამაში სჭირდება, იდეალური იქნება, თუ ბუსკეტსი "სევილიასთან" მიიღებს გაფრთხილებას და მადრიდელებთან მატჩს გამოტოვებს.
რაც შეეხება ვალდესს, სავარაუდოდ, მას ყველაზე ნაკლებად ემუქრება ყვითელი ბარათის მიღება, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, თუ იგი "ხეტაფესთან", ან "ალმერიასთან" არ ითამაშებს, შესაძლოა უკეთესიც იყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]