ბუსკეტსი და ვალდესი შემდეგ მატჩს გამოტოვებენ
" ლა ლიგაში" შემდეგი მატჩი "ბარსელონას" "ალმერიასთან" უწევს საკუთარ სტადიონზე. გუშინდელ მატჩში ბოლო წუთებზე ყვითლები სერხიო ბუსკეტსმა და ვიქტორ ვალდესმა მიიღეს დროის გაყვანისდა გამო. ისინი შემდეგ მატჩს გამოტოვებენ, რათა მათთვის ეს ყვითლები მე–5 იყო.
ეს ორი ფეხბურთელი ზღვარზე იმყოფებოდა ყვითელი ბარათებისა, ამიტომაც "კლასიკოს" გამოტოვება თავიდან აიცილეს და სპეციალურად მატჩის დამატებულ წუთებზე ყვითელი ბარათები მიიღეს.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს. ყვითელი ბარათები მიიღეს ალვეშმა და პიკემ, ეს მათთვის მე–7 ბარათი იყო ესპანეთის ჩემპიონატში. ანუ მე–2, მათ ჯერ – ჯერობით არაფერი ემუქრებათ. ყვითლებისგან " თავისუფალია" ჩავი ერნანდესიც, რომელიც შემდეგ მატჩში დაბრუნდება.
ზღვარზე მხოლოდ და მხოლოდ მესი და მასკერანო დარჩნენ, მათ თუ "ალმერიასთან" მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ისინი გამოტოვებენ "ელ კლასიკოს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]