მია ჰემი: "ბარსა" ფეხბურთის სტანდარტია"
ამერიკის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მია ჰემმა, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" ელჩია, აღფრთოვანება ვერ დამალა სამშაბათის საღამოზე. სწორედ ამ დღეს "განაიარაღეს" "მეთოფეები" "ბლაუგრანელებმა".
ჰემმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბისადმი: "ის თამაში, რომელიც "ბარსამ" შემოგვთავაზა, იყო საუკეთესო შოუ. ეს ფეხბურთის სტანდარტია. ისინი თამაშობენ ლამაზ, სანახაობრივ და დახვეწილ ფეხბურთს, ამიტომაც ყველას სურს მაგალითი მათგან აიღოს. მე მჯერა, რომ ეს გუნდი საუკეთესოა".
მია რამდენიმე სიტყვით შეეხო კლუბის ფილოსოფიასაც: "ბარსელონა" თამაშობს შემტევ ფეხბურთს და არ დგება მთელი გუნდით დაცვაში. კატალონიელებს აქვთ გასაოცარი ტექნიკა და შეუდარებელი თამაშის ხედვა. "ბარსას" ამერიკაში დღითიდღე უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი უჩნდება" - დაამატა FIFA-ს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ქალთა შორის.
ჰემმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ კლუბი ზაფხულის არდადეგებზე ეწვევა ამერიკას: "ბარსა" ზაფხულში ეწვევა ამერიკას და ამერიკულ პუბლიკას აჩვენებს საკუთარ, ლამაზ თამაშს. ამის შედეგად, ხალხი მიხვდება თუ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში. ეს ვიზიტი ასევე კარგი იქნება ქველმოქმედებისა და კლუბის პოპულარიზაციისთვის" - დაასრულა ამერიკელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]