ადვოკაატი: "მესი საუკეთესოა"

ადვოკაატი: "მესი საუკეთესოა"

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიკ ადვოკატს, ჰკითხეს, თუ რომელი გუნდი თამაშობდა ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ევროპაში, "არსენალი" თუ "ბარსელონა". ამ შეკითხვას რუსების დამრიგებელმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა და აღსანიშნავია, რომ იგი აღფრთოვანებულია არგენტინელი ტალანტის, ლიონელ მესის თამაშით, რომელსაც ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებს.

 

"მეთოფეები" არაჩვეულებრივ სანახაობას გვთავაზობენ, მაგრამ მათ აქვთ ერთი და ძალიან დიდი პრობლემა, არ ჰყავთ ლიონელ მესი! ვფიქრობ, რომ არგენტილელი ბიჭუნა მსოფლიო ფეხბურთიის ისტორიის მანძილზე საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ფაქტიურად მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე: ფლობს გასაოცარ ტექნიკასა და დრიბლინგს, აქვს მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა, სწრაფია და არასდროს უშინდება კარში დარტყმებს.... მოკლედ შესანიშნავი შემსრულებელია!" განაცხადა დიკ ადვოკატმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.