დიეგო მარადონა: მესის მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი

დიეგო მარადონა: მესის მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდა, "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს ცუდი დასასრული ექნებოდა და ნამდვილად მეგონა, რომ მესი გუნდიდან წავიდოდა. ძალიან დიდი ხანია, ის "ბარსელონაშია", მაგრამ ისინი არაფერს უფასებენ. მესიმ მათ ყველაფერი მისცა, მწვერვალზე აიყვანა, შემდეგ წასვლა მოისურვა, მათ კი პირდაპირ უარი უთხრეს". 

მარადონამ, რომელიც "ბარსას" ღირსებას 1982-84 წლებში იცავდა, რამდენიმე წინადადება საკუთარ კარიერაზეც თქვა. 

"მესის მსგავსი სიტუაცია ჩემს კარიერაშიც იყო, მაგრამ "ნაპოლიში" ასე არ მოვიქეცი. რეალურად, როცა საქმე დიდ კლუბსა და კონტრაქტს ეხება, კარის მოჯახუნება ადვილად არ გამოდის. 

ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, ისიც კი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. დამოკიდებულება რომ არ მქონოდა, თამაშს ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევძლებდი. რაც არის, არის, ახლა ეს ყველაფერი წარსულშია, ყველაზე მეტად კი ის მაწუხებს, რომ ჩემი მშობლები ჩემს გვერდით არ არიან". - ციტირებს მარადონას სიტყვებს Marca. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ოქტომბერი 2020 20:03
    1
    ვინმე ვერ ამიხსნის ფავორიტებში ჩაყრილი სიახლეები, როგორ გავასუფთაო?
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2020 19:33
    0
    გვარდიოლამ, რომელიც "ბარსას" ღირსებას 1982-84 წლებში იცავდა, რამდენიმე წინადადება საკუთარ კარიერაზეც თქვა.

    ჩაასწორეთ