ანსუ ფატის 18 წელი შეუსრულდა
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტს, ანსუ ფატის 18 წელი შეუსრულდა.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი ამჟამად, Trasnfermarkt-ის მიხედვით, 80 მილიონი ევრო ღირს.
ამჟამად, ანსუ ესპანეთის მასშტაბით, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ლა ლიგის მასშტაბით, "ბლაუგრანას" ამომავალ ვარსკვლავს მხოლოდ ლეო მესი, იან ობლაკი და ჟოაუ ფელიში უსწრებენ.
ანსუმანემ 18 წლის ასაკამდე უკვე უამრავი რეკორდის დაფიქსირება მოასწრო. ცოტა ხნის წინ ის გახდა:
- "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა გამტანი ჩემპიონთა ლიგაზე.
- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
- ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგის ერთ მატჩში დუბლი შეასრულა.
- ყველაზე ახალგაზრდა ტოპ გოლეადორი ლა ლიგაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]